საზოგადოება
თბილისი, 13 მარტი, საქინფორმი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) მედიასამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი
საქინფორმს ატყობინებს, დღეს ორგანიზაცია ბრიფინგს მართავს თემაზე: „სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უმაღლესი სასწავლებლებიდან სულ უფრო მეტი სტუდენტი მიდის“.სტუდენტური სესხები, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია. აფბას შეფასებით, ხელისუფლება 12.5 მლნ ლარს წინასაარჩევნოდ სტუდენტებს აძლევს, თითოეულს – 500 ლარს, მათ ნაწილს ეს ფული არ სჭირდება, მაშინ, როცა მყარი გარანტიის უქონლობის გამო უნიჭიერესი ახალგაზრდები სტუდენტურ სესხს ვერ იღებენ და წყვეტენ სწავლას.
აფბა ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ნიჭიერი ახალგაზრდების განთესვა უმაღლესი სასწავლებლებიდან და დაუდგეს გარანტორად ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მაძიებელ პერსპექტიულ სტუდენტებს სესხის აღებისას.
ხვალინდელი ბრიფინგი 13:00 საათზე, სასტუმრო „ძველ მეტეხში“ გაიმართება.