სამართალი
თბილისი, 13 მარტი, საქინფორმი. ცნობილი ამერიკელი მილიარდერის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ კოენის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ინვესტირების შესახებ ჯერ მიღებული არ არის.
„ამჟამად მხოლოდ საუბარია თბილისში შესაძლო მშენებლობის შესახებ, კონკრეტულად არაფერია გადაწყვეტილი“, – განმარტა ტრამპის საგანგებო მრჩეველმა.გეგმის მიხედვით, საქართველოში მოელოდნენ, რომ დონალდ ტრამპი მზად იყო თბილისში საკმაოდ მასშტაბური პროექტის – „თბილისი თაუნის“ განსახორციელებლად, რომელიც ნიუ იორკის 58-სართულიანი ცათამბჯენის ანალოგი უნდა გამხდარიყო.
საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში ტრამპის ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი. ვიზიტი 20 აპრილისთვის არის დაგეგმილი.