საზოგადოება
თბილისი, 13 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადას განაღმვითი აღჭურვილობა გადაეცა. 460 ათასი ევროს ღირებულების მესანგრეთა და განაღმვითი აღჭურვილობის შეძენა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის სატრასტო ფონდი „ომის ფეთქებადი ნარჩენების გაწმენდისა და სამედიცინო რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში მოხდა.
აღჭურვილობის გადმოცემის დოკუმენტს ხელი ნამსას წარმომადგენელმა დევიდ თაუნდროუმ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ მოაწერეს.ღონისძიებას დაესწრნენ ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ესტონეთის ელჩი საქართველოში თომას ლუკი, ასევე, პროექტში მონაწილე ქვეყნებისა და დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები.
პროექტი საქართველოში 2010 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მესანგრეთა ასეული ჰუმანიტარული განაღმვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა და აღიჭურვა. თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა გორის სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილებას. გათვალისწინებულია ასეულისთვის სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების შეძენაც.