საზოგადოება
ონიშჩენკო თბილისის გადაწყვეტილებას ელოდება

onishchenko300თბილისი, 13 მარტი, საქინფორმი. რუსეთის მთავარი სანიტარის – გენადი ონიშჩენკოს, განცხადებით, ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

ონიშჩენკოს თქმით, „როსპოტრებნადზორი“ საქართველოსგან რუსი სპეციალისტების ქვეყანაში მიღების თაობაზე ოფიციალურ დადასტურებას ელოდება.

ისინი იმ ქართველი მეწარმეების პროდუქციას შეამოწმებენ, რომლებსაც ღვინისა და მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნება სურთ.

„ჩვენ ოფიციალური ორგანოების მეშვეობით განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ჩავიდეთ. ჩვენ ოფიციალური ხელისუფლებისგან დადასტურებას ველოდებით, რომ ისინი მზად არიან, მიგვიღონ“, – აღნიშნა ონიშჩენკომ.