პოლიტიკა
თბილისი, 13 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი გახდა.
მაჭავარიანმა ამ თანამდებობაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი შეცვალა. „მისი გენერალური მდივნობის დროს გასული ოთხი წლის განმავლობაში პარტიამ მიაღწია წარმატებებს როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში“, – იტყობინება „ნაციონალური მოძრაობა“. მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელმაც პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მმართველ პარტიას აქვს რესურსი, საქართველო მრავალი წლის განმავლობაში მართოს.