საზოგადოება
ჯანრი კაშია გარდაიცვალა

janri-1თბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. როგორც „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ პრესსამსახურში განაცხადეს, ჯანრი კაშია პარიზში, თბილისის დროით, დილის 06:00 საათზე გულის ოპერაციის შემდეგ გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

ცნობილი ტელეწამყვანი ჯანრი კაშია ბოლო დროს პარიზში რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტად მუშაობდა. 
„საქართველოს გზის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანრი კაშიას საქართველოში დაკრძალავენ, თუმცა მისი გადმოსვენების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

საქინფორმი თანაუგრძნობს პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მეუღლის გარდაცვალების გამო.