პოლიტიკა
პუტინს წამოსცდა, რომ არჩევნებში გამარჯვება მას საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა

putin-ogovorilsyaთბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ის ლიდერები ჩამოთვალა, ვინც გამარჯვება მიულოცა (მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი), და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც დაასახელა, თუმცა შეცდომა იქვე გამოასწორა: „არა, საქართველოდან ჯერჯერობით არ დაურეკავთ“.

შეკითხვაზე, გაემგზავრება თუ არა ჩიკაგოში ობამასთან შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ვნახოთ, ჩიკაგომდე ჯერ დიდი დროა“. ჟურნალისტმა შენიშნა, რომ ჩიკაგო კარგი ქალაქია, პუტინი დაეთანხმა და აღნიშნა: „კი, კარგი ქალაქია, იქ ალ კაპონე ცხოვრობდა“.

გარდა ამისა, პუტინს არჩევნებში გამარჯვება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მიულოცა და „უახლოეს მომავალში“ შეხვედრაზე მოელაპარაკა. რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ ეს საუბარი შედგა. მათივე ინფორმაციით, პუტინს ისრაელის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც მიულოცა.