რედაქტორისგან
„თავისუფალი საქართველო“ ჟურნალისტ არნო ხიდირბეგიშვილზე თავდასხმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს

arno-freeროგორც ცნობილი გახდა, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილზე საქინფორმის რედაქციაში, საპატრულო პოლიციისა და საქინფორმის თანამშრომლების თანდასწრებით, თავდასხმა განხორციელდა, რაც მისი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ძალადობის მუქარაში გამოიხატა, რასაც თავდამსხმელი სისრულეში მოიყვანდა, რომ არა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

როგორც პატრულის თანამშრომლებმა აუხსნეს არნო ხიდირბეგიშვილს, ეს მისი ჟურნალისტური მოღვაწეობით იყო გამოწვეული. საქინფორმის მთავარი რედაქტორის – არნო ხიდირბეგიშვილის, განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ მიულოცა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება, მის მობილურ ტელეფონზე, საქინფორმის საიტსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში გახშირდა ბინძური, მუქარის შემცველი ზარები, გზავნილები და კომენტარები.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ გმობს მომხდარს. მივიჩნევთ, რომ თავდასხმის ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძიებული პროკურატურის მიერ, რომელსაც ბატონმა არნო ხიდირბეგიშვილმა განცხადებით მიმართა და დამნაშავე რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე.

პარტია მოუწოდებს ქართველ ჟურნალისტებს, დაგმონ და გააპროტესტონ მათ კოლეგაზე თავდასხმის ფაქტი. აგრეთვე, მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდნენ მედიის წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტით.

თენგიზ ომანიძე,

პარტიის პოლიტიკური მდივანი

http://freegeorgia.ge/?menuid=30&id=520&lang=1