საქართველო აზიზიეს მეჩეთის აშენების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს
თბილისი, 9 მარტი,
საქინფორმი. საქართველო თურქეთთან აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. ეს განცხადება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ეს საკითხი ოშკის ფიზიკურად გადარჩენაზეა მიბმული. მისი განმარტებით, აზიზიეს მეჩეთი აშენდება იქ, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტს.
„ოშკი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია და მისი დანგრევის პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ვერ გავექცევით. ის გადასარჩენია. ამის სანაცვლოდ თურქული მხარე საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მცირე მეჩეთის აშენების უფლებას ითხოვს იქ, სადაც მას ადგილობრივი ხელისუფლება მიუთითებს. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი გადასადგმელია და ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ“, – განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.