სამართალი
ქალთა უფლებებზე 6 რეგიონში ღონისძიებები ჩატარდა

FOSTA-42-1თბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ატყობინებს, სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში ორგანიზაციის ორგანიზებით პროექტ „ადგილობრივი ქალების ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანიის“ ფარგლებში სამდღიანი სემინარი იმართება.
აღნიშნული სახის სემინარები საქართველოს 6 რეგიონის სხვადასხვა სოფელში ჩატარდა. 
პროექტი, რომელიც გერმანიის „საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ მხარდაჭერითა და ფონდ „ტასოს“ პარტნიორობით ხორციელდებოდა, დღეს დასრულდება. ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ჩატარებული სემინარები ეხებოდა სოფლად მცხოვრები ქალების ცოდნის ამაღლებას მათი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების სტიმულირებას.

პროექტის მონაწილეები ეცნობოდნენ იმ უფლებებს, რომლებიც მათ ენიჭებათ ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით, ასევე, მექანიზმებს, რომლებიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შემცირებას უწყობს ხელს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ ქალთა ინფორმირებულობის ამაღლება ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რათა გაიზარდოს ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.