საზოგადოება
გია ხუხაშვილი პოლიტიკაში მიდის

XUXAsVILIIთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკაში წასვლას აპირებს. როგორც თავად განაცხადა, „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ თავმჯდომარეობის დატოვების მიზეზი სწორედ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება გახდა. ხუხაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს ჰქონია პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ახლა მივიდა იმ ზღვარზე, რომ პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდეს ქვეყანაში არსებული ბევრი უსამართლობის გამო.

„ინსტიტუტის ფარგლებში ვეღარ ვახერხებ ჩემი პოზიციის დაფიქსირებას და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ინსტიტუტი დამეტოვებინა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვებილი, რომელიმე პარტიას შეუერთდება, თუ საკუთარ პოლიტიკურ პარტიას შექმნის.

„საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ თავმჯდომარეობის დატოვების შესახებ განცხადება გია ხუხაშვილმა გუშინ გააკეთა.