პოლიტიკა
თბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. „თბილისი და ბაქო შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინონ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 მარტს აზერბაიჯანის მილიმეჯლისში გამოსვლისას.
წელს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში პოლონეთი და უკრაინა უმასპინძლებენ, ხოლო 2016 წელს ჩემპიონატი საფრანგეთში ჩატარდება. მომდევნო, 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადების შეტანა წელს დაიწყება და მასპინძელი ქვეყანა, სავარაუდოდ, 2014 წელს გამოცხადდება. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახლო ურთიერთობებისა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე აყვანის შესახებ ისაუბრა, დაგეგმილი ერთობლივი განაცხადი თბილისისა და ბაქოს ახლო თანამშრომლობის მაგალითად მოიყვანა.