საზოგადოება
„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ ლოჯისტიკის ცენტრებს გარეუბნებშიც ხსნის

fosta-presaთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ საქინფორმს აცნობებს, იგი ასრულებს დანაპირებს და ლოჯისტიკის ცენტრებს  ქალაქის გარეუბნებში ხსნის. ასეთი ცენტრები ახლა უკვე ისანსა და ვარკეთილში ფუნქციონირებს.

ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით ლოჯისტიკის შვიდი  ცენტრი ფუნქციონირებს, საიდანაც ხუთი ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს. ძირითადი აქცენტი მომავალში გაკეთდება სწორედ გარეუბნებსა და პერიფერიებზე, სადაც პრესის ხელმისაწვდომობა, ცენტრალურ უბნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია.

პროექტის – „თბილისის მოსახლეობისთვის თავისუფალი პრესის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ – ფარგლებში „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციას“ ამჟამად 86 რეალიზატორი ჰყავს დასაქმებული.