საზოგადოება
კონტროლის პალატა „ქართული ოცნების“ საჩივარს განიხილავს

jaloba-meCtiiთბილისი, 7 მარტი, საქინფორმი. დღეს კონტროლის პალატა განიხილავს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ საჩივარს, რომლითაც ეს უკანასკნელი ფინანსური მონიტორინგის სუბიექტად დაფიქსირებას აპროტესტებს.

როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილის იურიდიული ჯგუფის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ თავს პოლიტიკურ სუბიექტად არ მიიჩნევს.

ქუცნაშვილის თქმით, საჩივრის განხილვა კონტროლის პალატაში 17:00 საათზე გაიმართება და დასწრება ჟურნალისტებსაც შეუძლიათ.