სამართალი
ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

naC-policii-uvolenთბილისი, 7 მარტი, საქინფორმი. ხაშურის პოლიციის უფროსი გიორგი ხარშილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„2012 წლის 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის შენობაში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხაშურის პოლიციის უფროსის – გიორგი ხარშილაძის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პოლიციის შენობაში არ მოხდა უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ხაშურის რაიონული პოლიციის უფროსად დაინიშნა გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი კახაბერ ბერუაშვილი.