სამართალი
თბილისი, 7 მარტი, საქინფორმი. დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი პარლამენტის წევრებს უმასპინძლებენ და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად წარდგენის პროცედურებს გააცნობენ. ამიერიდან უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენა ონლაინრეჟიმში შეეძლებათ.