საზოგადოება
თბილისი, 7 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციიდან ატყობინებენ, ქუთაისში რამდენიმესაათიანმა თოვამ პრაქტიკულად პარალიზებული გახადა ქალაქი. ხალხი ვერ ახერხებდა გადაადგილებას. განსაკუთერებით მძიმე ვითარება იყო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მისასვლელებთან, სადაც ბავშვებს წყალში გავლა უხდებოდათ.
პარტიის წარმომადგენელთა განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ელემენტალური ტექნიკის გამოყვანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქალაქში ნორმალურ გადაადგილებას. პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქალაქის ხელისუფლებას, „შეწყვიტონ ისეთი უხარისხო პროექტების დაფინანსება, რომლებიც არავის სჭირდება და მხოლოდ სააკაშვილის პიარკამპანიას წარმოადგენს. შესაბამისად, ქალაქის ბიუჯეტში დაიზოგება დიდი რაოდენობით თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს ინფრასტრუქტურის განვითარებას და შესაბამისი სპეცტექნიკის შეძენას, რომელიც ზამთარში გაასუფთავებს გზებს“.