სამართალი
თბილისი, 7 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის სააპელაციო საჩივარი განიხილება. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი სააკაშვილის რეჟიმის მიერ იქნა გასამართლებული და უკანონოდ მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა.