პოლიტიკა
თბილისი, 7 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „ტრედი“ ავრცელებს.
შეხვედრისას მხარეებმა გამოხატეს კმაყოფილება სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის წარმატებით განვითარებასთან დაკავშირებით. აღინიშნა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობების განმტკიცებაში. პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები. სააკაშვილისა და ალიევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანისა და ქართული მხარის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს სტატისტიკისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს.