საზოგადოება
„ეს შენ გეხება!“ – მიმართვაზე ხელმომწერთა რიცხვი იზრდება

fosta-es-shen-gexeba3თბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. როგორც კამპანიის – „ეს შენ გეხება!“ – ორგანიზატორებმა საქინფორმს აცნობეს, საქართველოს ხელისუფლებისა და ეუთოს – დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისადმი (ODIHR), გავრცელებულ მიმართვას ამ დროისთვის 46-მა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ მოაწერა ხელი.

მიმართვაში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც  უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში.

ამავე დროს, კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები მიმართავენ ეუთოს გენერალურ მდივანსა დაეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR), რათა მათ საქართველოში მოავლინონ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.

8 მარტამდე ორივე დოკუმენტი ღიაა ხელმოწერებისთვის.