საზოგადოება
მაია ფანჯიკიძე: „რუსეთში ივანიშვილის აქტივების გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს“

aqtivi-ivaniSviliთბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. „რუსეთში ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით პირველი კონკრეტული შედეგი აპრილისთვის იქნება“, – განაცხადა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

„თითოეულ ობიექტზე ორი-სამი დაინტერესებული პირი არსებობს, თუმცა კონკრეტული შეთანხმების ხელმოწერა ჯერ არ მომხდარა. პროცესი მიმდინარეობს და პირველი კონკრეტული შედეგები აპრილისთვის უნდა იყოს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.