სამართალი
თბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქინფორმს აცნობებს, დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობით სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში პროექტის – „ადგილობრივი ქალების ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანიის“ – ფარგლებში სემინარი გაიმართება.
ღონისძიება სამ დღეს გასტანს.