სამართალი
თბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. 7 თებერვალს საქინფორმმა გააკეთა საგანგებო განცხადება, რომ „serv.ge“-ზე განხორციელებული კიბერშეტევა აძლევდა ეჭვის საფუძველს, რომ იგი უკავშირდებოდა საქინფორმის საიტზე – www.saqinform.ge – გამოქვეყნებულ წერილს „STOP, მიხეილ!“ და გაზეთ „ასავალ-დასავალში“ – www.asavali.ge-ზე – გამოქვეყნებულ ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან, რადგანაც ორივე ორგანიზაცია ამ პროვაიდერის მომხმარებელია.
დღეს საქინფორმის რედაქციას დაუკავშირდა „serv.ge“-ს დირექტორი რეზო ნატროშვილი, რომელმაც გვაცნობა, რომ 7 თებერვალს განხორციელებული კიბერშეტევა საქინფორმის გამო არ ყოფილა და ეს იყო საერთო კიბერშეტევა პროვაიდერ „serv.ge“-ზე.