პოლიტიკა
თბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით ბაქოს ეწვია, სადაც თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს შეხვდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა აზეირბაიჯანის მილი მეჯლისის ხელმძღვანელობასთანაც. გაფორმდება რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულება. „ჩვენ გაგვაჩნია როგორც ეკონომიკური, ისე ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმდინარე პროექტები. ამ საკითხების უმაღლეს დონეზე განხილვა ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა კალანდაძემ 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე.