პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძის შეხვედრები პრაღაში

vstrechi-glavთბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. პრაღაში „ვიშეგრადის ჯგუფის“ და „აღმოსავლეთპარტნიორობის“  ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, სადაც  ევროპულ  და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე იმსჯელეს.

შეხვედრაში საქართველოს, ჩეხეთისა და პოლონეთის დიპლომატები მონაწილეობდნენ.

გირგოლ ვაშაძე სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მუშაობაშიც ჩაერთო, რომელიც, ასევე, პრაღაში მიმდინარეობს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პერსპექტივებსა და იმ სამოქმედო გეგმაზე, რაც საქართველოს აქვს დასახული ჩიკაგოს სამიტისთვის მოსამზადებლად.

„ჩატარდა სუამის მინისტერიალი, სადაც ვიმსჯელეთ იმ გეგმებზე, რაც ჩვენს ოთხ სახელმწიფოს აქვს. კერძოდ, რაც შეეხება ენერგეტიკას და იმ ინტერესს, რასაც ჩვენი ორგანიზაციის მიმართ იჩენენ სხვა სახელმწიფოები, განსაკუთრებით, იაპონია და ევროპის კავშირი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.