საზოგადოება
საქართველოში ამინდი უარესდება

amindi-uaresdebaთბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. ამ დღეებში საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

როგორც თბილისის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, უმეტესად, თოვლის სახით, ხოლო აღმოსავლეთში ქარიანი ამინდები გაგრძელდება.

სინოპტიკოსების განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა მინუს 1-2 გრადუსამდე დაიწევს, აღმოსავლეთში კი – მინუს 5-მდე. დღის ტემპერატურა მთელ საქართველოში პლუს 6 გრადუსამდე იქნება.