საზოგადოება
თბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოდან იტყობინებიან, ჩვენს ქვეყანას დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი დევნილთა და მიგრაციის საკითხებში დევიდ რობინსონი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დევიდ რობინსონი საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს შეხვდება და გაეცნობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების პროცესს. საქართველოდან დევიდ რობინსონი 7 მარტს სტამბულში გაემგზავრება, სადაც ლტოლვილთა აშშ-ში განსახლების ცენტრს ეწვევა.