სამართალი
მისივე თქმით, ამ მოთხოვნის მიზანია, პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა და კანონის მოთხოვნების დაცვა. ამასთან, მოგელაძემ კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს მოქალაქეებს, რომ შესაძლოა, მოხდეს მათი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. მისივე თქმით, არის მოქალაქეების კორუფციული სქემებისთვის გამოყენების ცალკეული მცდელობა. ამიტომ მან თხოვნით მიმართა მოქალაქეებს, მაქსიმალურად აიცილონ თავიდან უკანონო გარიგებებში მონაწილეობა.
კანონის თანახმად, პოლიტიკურმა სუბიექტებმა მიმდინარე ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მონიტორინგის სამსახურს მოთხოვნიდან 3 დღეში უნდა წარუდგინოს.