საზოგადოება
თბილისი, 2 მარტი, საქინფორმი. თბილისში დღეს იხსნება პროექტ „მრავალეროვანი თბილისის“ კვირეული დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქალთა საბჭოსა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ. ღონისძიების ფარგლებში გალერეა „უნივერსში“ 2-5 მარტს ეროვნული უმცირესობების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა, 7 მარტს კი ფოლკლორული საღამო გაიმართება.