სამართალი
პროექტის ფარგლებში ეს რიგით მეორე სასწავლო ვიზიტია შვედეთში. სასწავლო ვიზიტი ეთმობა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას და გულისხმობს საქსტატის თანამშრომელთა ტრენინგებს მონაცემთა დაცვაში, IT-სისტემების გაუმჯობესებასა და PC-Axis-ის გამოყენებაში; ასევე, შედგება SIV- სისტემის პრეზენტაცია. სასწავლო ვიზიტის მსვლელობისას, ასევ,ე დაგეგმილია საქსტატის ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი შემდგომი განვითარება.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგისa და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ეკვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.