აქტუალური
ცვლილებები მეტადონის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებაში

metadoniთბილისი, 2 მარტი, საქინფორმი. მეტადონის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებაში თბილისის მერია ერთვება. პროექტის  ფარგლებში მკურნალობის გადასახადის იმ 30%-ს, რომელსაც მოქალაქე თავად ფარავდა, მუნიციპალიტეტი დედაქალაქის  ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით დააფინანსებს. მეტადონის პროგრამაზე მყოფი პირების მკურნალობის ხარჯების 70%-ს სახელმწიფო ანაზღაურებს, ხოლო დარჩენილ ნაწილს პროგრამის მონაწილე თავად იხდიდა.

პირველ ეტაპზე მერია მკურნალობის 30%-ს იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაუფინანსებს, რომლებიც არცერთ პროგრამაში არ მონაწილეობენ. მეორე ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ ისინი, რომლებიც მუნიციპალიტეტს სპეციალური განაცხადით მიმართავენ. მერია პროგრამაში მათ მონაწილეობას რიგითობის მიხედვით დააფინანსებს.

თბილისის მერიაში აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით  მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გუშინ გამართულ პირველ კომისიაზე იმსჯელეს.