აქტუალური
„მარჯვენა სანაპიროზე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ფარგლებში ორთაჭალაში, გორგასლის ხიდთან გზის გაფართოების საპროექტო სამუშაოსთან დაკავშირებით საჭირო გახდა მტკვრის დონის დაწევა 11 მეტრით. ამისთვის ორთაჭალჰესიდან მოხდება მტკვრის დონის დაწევა და დიდი რაოდენობის წყლის გადინება რუსთავამდე“, – განმარტავენ მერიაში.
თბილისის მერია ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ვინც საქმიანობას აწარმოებს მტკვრის სანაპიროზე, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.