როგორც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიდან იტყობინებიან, კონფერენციის მიზანია, განიხილოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოვლენათა მოსალოდნელი განვითარება და გააანალიზოს პოტენციური რისკები; გაამახვილოს ყურადღება იმ საკითხებზე, რომლებიც საჭიროებს განხილვას როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მონაწილეები იმსჯელებენ, თუ როგორ შეუძლია თურქეთს, შეასრულოს რეგიონში კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული როლი. სამოქალაქო საზოგადოებაზე დაყრდნობით, კონფერენცია თავს უყრის დაინტერესებულ მხარეთა სხვადასხვა ჯგუფს სამხრეთ კავკასიიდან, რათა შედგეს რეგიონის მომავალზე მსჯელობა და ღია, კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით გაღრმავდეს ურთიერთგაგება. კონფერენციის შედეგად შეიქმნება პოლიტიკის რეკომენდაციათა დოკუმენტი, რომელიც გავრცელდება როგორც თურქეთში, ისე სამხრეთ კავკასიაში.
კონფერენციას გახსნის თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ ბურჰანი. მონაწილეთა შორის იქნებიან შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბაეჩლერი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში პერ ეკლუნდი, დოქტორი დიტერ ბოდენი, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი და სხა მაღალი რანგის მონაწილეები როგორც თურქეთიდან, ისე ევროპიდან და კავკასიის რეგიონიდან.