სამართალი
„სამუშაო ჩინელებს – უმუშევრობა ქართველებს!“

iovaSviliთბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. „სამუშაო ჩინელებს – უმუშევრობა ქართველებს“, – ამ თემაზე დღეს „უმუშევართა კავშირმა დასაქმებისათვის“ და  „თავისუფალ ასოციაციათა კავშირმა“ ბრიფინგი გამართეს.

როგორც ხელმძღვანელმა „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თამარ იოვაშვილმა საქინფორმს აცნობა, საქართველოში ტოტალური უმუშევრობის ფონზე ბრიფინგზე ორგანიზაციათა ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს იმ სამშენებლო ობიექტების ფოტომასალა, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან დასაქმებულნი. ბრიფინგზე ითქვა, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობენ ჩინელები, როგორც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, ისე მუშახელი. ამ მშენებლობას ახორციელებს კომპანია „ჩინეთის რკინიგზის“ 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალი.
სამშენებლო ობიექტზე ქართველები საკმაოდ მცირე რაოდენობით არიან დასაქმებული, რომლებსაც 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა დასვენების დღეების გარეშე. მათი ანაზღაურება დღეში 23 ლარს შეადგენს.
ორგანიზაციათა განმარტებით, თბილისში „ხუან ჩაუნ ლიმიტედ კომპანია“ იუსტიციის სახლსაც აშენებს, სადაც 150-მდე ჩინელია დასაქმებული. ჩინელები ცხოვრობენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ რესტორანში, სადაც იკვებებიან კიდეც. მათი ანაზღაურება დღეში 70 ლარს შეადგენს.