საზოგადოება
სატრანსპორტო შეზღუდვები დედაქალაქის ცენტრში

ogranicenie3თბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. ესტაკადების მშენებლობის პროექტის ფარგლებში თბილისში გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გარკვეული შეზღუდვები წესდება.

როგორც საქინფორმს თბილისის მერიიდან აცნობეს,3 მარტიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება ფილარმონიის მხრიდან კოსტავას ქუჩაზე; დაიკეტება მოძრაობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ მაგისტრალზე, ვინაიდან დაიწყება კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა.

აღნიშნული სამუშაოები 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება და ფილარმონიის მხრიდან გმირთა მოედნისკენ სატრანსპორტო ნაკადი  ახალი ესტაკადით იმოძრავებს, გაუქმდება შუქნიშანი და მოძრაობა უწყვეტ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.