აქტუალური
საქართველო-ისრაელი: უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები

georgia-israelთბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. ისრაელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დათავრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ  გრიგოლ ვაშაძე მის კოლეგას და ადგილობრივი პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები, საუბარი ეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ უვიზო რეჟმის შემოღებაზე. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი კოლეგები ისრაელში გაგებით ეკიდებიან ამ საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებას“, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.