საზოგადოება
საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან

aqcia-parlamentTanთბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას საათსა და 3-წუთიან გამოსვლაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ უხსენებია.  პრეზიდენტს სხვა წლებისგან განსხვავებით აფხაზი და ოსი თანამემამულეებისათვის არც „მეგობრობის ხელი“ გაუწვდია და არც რაიმე ინიციატივა შეუთავაზებია.

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად გარეთ  „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“, „უმუშევართა კავშირის“, „თავისუფალი ასოციაციის კავშირისა“ და პარტიის – „თავისუფალი საქართველოსთვის“ – წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ისინი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებდენ.

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციაზე სიმბოლურად ცარიელი ქვაბები მიიტანეს და ამ ქვაბებზე კოვზების დარტყმით გამოხატეს პროტესტი პარლამენტში პრეზიდენტის მისვლასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაც.