სამართალი
„ხელშეკრულების ეს ნაწილი მთავრობამ საგანგებოდ დამალა. 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით „ხრამჰესი 1“-ის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი 2.3 თეთრიდან 8.2 თეთრამდე გაიზრდება, „ხრამჰესი 2“-ის მიერ წარმოებული ელექტროენერგია კი – 3.5 თეთრიდან 9.4 თეთრამდე“, – ნათქვამია „რეზონანსის“ სტატიაში.
ამასთან, გაზეთის ინფორმაციით, 2011 წლის აპრილამდე „ინტერ რაო ეესს“ „ხრამჰესი-1“ და „ხრამჰესი-2“ 25-წლიანი მართვის უფლებით ჰქონდა. აპრილში კი საქართველოს მთავრობამ რუსულ კომპანიას ჰესები მუდმივ მფლობელობაში გადასცა.
ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ „ინტერ რაო ეესთან“ გაფორმებული ხელშეკრულება „რეზონანსის“ მიერ გავრცელებულ აღნიშნულ პირობებს არ ითვალისწინებს და, შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება არ იგეგმება“.