პოლიტიკა
„დაე, ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა, ფულის ჩადება, ფულის გატანა, შემოტანა, ბიზნესის კეთება, წარმოების აწყობა, ხალხის დასაქმება და ის იქნება ისეთივე დაცული და შეეძლება თავისუფლად გადაადგილება, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს და მათთვის იქნება მაქსიმალურად ხელშემწყობი რეჟიმი შექმნილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა რუს მოქალაქეს შეუძლია შემოვიდეს საქართველოში, რომელიც თავისუფალია კორუფციისაგან, ძალადობისაგან, ადამიანის ღირსების შელახვისა და ბიუროკრატიული წნეხისაგან.
„უნდა იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში, მიეფიცხონ მზეს ჩვენს პლაჟებზე, ისარგებლონ ჩვენი სტუმართმოყვარეობით და მათ აქ არავინ დაუშლით ასე მონატრებული „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის დალევას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.