პოლიტიკა
თბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი თვითონ იქნება. ამის შესახებ ივანიშვილმა ინტერნეტგამოცემა „TSPress.ge“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის თანამდებობებს, ივანიშვილის თქმით, მას ამ საკითხზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია. „შემიძლია განვაცხადო, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქნები მე! ეს გადაწყვეტილია და ეს იციან ჩემმა კოლეგებმა და გუნდის წევრებმაც. რაც შეეხება სხვა თანამდებობებს, მე ვფიქრობ, ამის გაცხადება ჯერ ნაადრევია. ყველაფერი თავის დროზე გაირკვევა“, – განაცხადა მან.