პოლიტიკა
თბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით პარლამენტში სიტყვით გამოდის.
მისი გამოსვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატებია დაგეგმილი, რომელშიც როგორც ოპოზიციონერი, ისე მმართველი პარტიის დებუტატები მიიღებენ მონაწილეობას და რაც, სავარაუდოდ, რამდენიმე საათს გაგრძელდება. ეს სააკაშვილის ბოლო გამოსვლა იქნება ამ მოწვევის პარლამენტში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და ბოლოსწინა – 2013 წლის ბოლოს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.