აქტუალური
ღია კარის დღე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის

adamianis-uflebata-centriთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ღია კარის დღეს გამართავს.

მოქალაქეებთან შეხვედრები 12:00-დან 14:00 საათამდე გაგრძელდება და ორგანიზაციის იურისტები დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ გამოცდილებას სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, აგრეთვე, დაზარალებულების უფლებებსა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კონსულტაციები ჩატარდება ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის – „უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის“ – ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის – „სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით.