საზოგადოება
„ქართული ოცნება“ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

gancxadeba4თბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნება“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„კოალიცია „ქართული ოცნება“ პატივს მიაგებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ ყველა ქართველს, განსაკუთრებით, ქართველ იუნკერებს, ახალგაზრდებს, რომელთაც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოს წითელი ოკუპაციისგან გადასარჩენად.

91 წლის წინათ საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, მაგრამ მრავალი თაობის ქართველთა თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოს დამოუკიდებლობის სამი წლის პირმშოა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც 70-წლიანი ინტერვალის შემდეგ გახდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აღდგენის საფუძველი.

კოალიცია „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმ საქმის გასაგრძელებლად, რაზეც საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ოცნებობდნენ – ჩვენს მომავალ თაობას დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი, სუვერენული სახელმწიფო“.