ვლადიმერ პუტინზე თავდასხმა ჩაიშალა
თბილისი, 27 თებერვალი,
საქინფორმი. როგორც ОРТ იუწყება, უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმა აღკვეთეს. პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადა.
თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილები 2012 წლის დასაწყისში ოდესაში დააკავეს. მათზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. მათი ჩვენებებიდან ცნობილი გახდა, რომ დანაშაული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა მომხდარიყო – ისინი მოსკოვში ა.წ. 4 მარტის შემდეგ უნდა ჩასულიყვნენ. ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, ის და მისი თანამზრახველები უკრაინაში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თურქეთის გავლით ჩავიდნენ, ხოლო დანაშაულის მომზადებისათვის ინსტრუქციები დოკუ უმაროვისაგან მიიღეს. გამოძიება გრძელდება.