საზოგადოება
ვეტერანი მფრინავების აქცია პარლამენტთან

mfrijnavebiთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის შენობასთან ვეტერანი მფრინავების საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, ვეტერან მფრინავებს ყოველთვიურად 490 ლარიდან 560 ლარამდე კომპენსაცია უნდა მიეღოთ. თუმცა მიხეილ სააკაშვილის განკარგულება არ შესრულებულა.

„მიხეილ სააკაშვილმა განკარგულებას მარჯვენა ხელით მოაწერა, მარცხენათი კი სანაგვეში გადააგდო“, – აღნიშნეს ვეტერანმა მფრინავებმა და დასძინეს, რომ სისტემატურმა ფრენებმა მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა და 94-ლარიანი პენსია სამკურნალოდ არ ჰყოფნით.