აქტუალური
ივანიშვილი კოალიციურ პარტნიორებთან ერთად დიპლომატებს შეხვდა

ivaniSvili-diplomatebiთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოს ცნობით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა და სამოქმედო გეგმები და ამოცანები გააცნო.

შეხვედრაზე ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ აუცილებლად დარჩეს და აიძულებს ხელისუფლებასაც, მაქსიმალურად ჩაითრიოს კანონიერ სივრცეში.

„არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ და ვერავინ ვერ გვაიძულებს და არავითარი ცდუნება არ გვაქვს იმისა, რომ გავიდეთ კანონიერების სივრციდან, –  განუცხადა მან დიპლომატებს, – და თქვენი თანადგომით, რის იმედსაც ჩვენ ვიტოვებთ გულწრფელად, ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ... მხოლოდ კანონიერი გზით და მხოლოდ კანონიერი არჩევნებით მოვახდინოთ დღევანდელი ხელისუფლების ჩანაცვლება“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის ამოცანებს შორის არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, სასამართლოსა და მედიის სახელისუფლებო წნეხისაგან გათავისუფლება, იმ ყველაზე დიდი უსამართლობის მოგვარება, რაც ქვეყანაში დასაქმების პრობლემას უკავშირდება.

„ჩვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე და რეალურად ავტორიტეტული რეჟიმი მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენი კოალიციის მიზანია, გავაგრძელოთ, რაც იყო დასაწყისში ამ ხელისუფლების მოსვლის დროს, მხედველობაში მაქვს 2003 და მისი შემდგომი წელი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრესსამდივნოს ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი შეეხო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტებსა.