პოლიტიკა
საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთგაგების მემორანდუმი

tavdacvaთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ნოდარ ხარშილაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯუდით გოფმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დიდი ბრიტანეთი სამოქალაქო მრჩეველს მოავლენს.

„მოხარული ვარ, რომ დიდმა ბრიტანეთმა მოავლინა სპეციალური მრჩეველი თავდაცვის საკითხებში სტივენ გლოვერის სახით, რომელიც ძალიან გამოცდილი ადამიანია. ეს არის დემონსტრირება და სიმბოლო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობისა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წინ მიიწევს რეფორმების განხორციელებისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე“,  – განაცხადა ჯუდით გოფმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, მრჩევლის დანიშვნა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.