საზოგადოება
ქეთა თოფურია: „მე მასმევს და მაჭმევს რუსეთი“

tofuria-lujnikebis-stadionzთბილისი, 24 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება მომღერალმა ქეთა თოფურიამ „ლუჟნიკების“ სტადიონზე გამართულ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე სიმღერით გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ დაგვიძახეს, რათა 23 თებერვლისადმი მიძღვნილ კონცერტში მიგვეღო მონაწილეობა, კონცერტზე პირველმა არხმა მიგვიწვია. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, მე მაცმევს და მაჭმევს რუსეთი“, – განაცხადა თოფურიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარისას.

მისივე თქმით, ის არ არის პოლიტიკოსი, არც იმის გარკვევას აპირებს, თუ რა ხდება ამ ქვეყნებს შორის.

„მე არ მინდა კონფლიქტებში ჩარევა. რაში მაინტერესებს, ეს არ არის ჩემი საქმე“, – დასძინა მომღერალმა.