აქტუალური
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

fosta-turqetiთბილისი, 24 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოში თურქეთის საელჩოდან აცნობეს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის რაიონში მომხდარი დაბომბვის შედეგად სამი ქართველი სამხედრო პირის დაღუპვის ამბავი. აღშფოთებას გამოვთქვამთ რა აღნიშნული ტერორისტული აქტის გამო, ვიზიარებთ მეგობარი და მეზობელი ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მწუხარებას. ასევე, თავდასხმის დროს დაღუპული სამხედრო პირების ახლობლებს ვუსურვებთ გამძლეობას. ვსარგებლობთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სურვილს, რომ უახლოეს მომავალში ავღანეთში დამყარდეს უსაფრთხო და სტაბილური გარემო“.