სამართალი
სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ ეკატერინე ხვედელიძემ პრეზიდენტისგან მისთვის მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც გადაწყვიტა. კერძოს, მისი ადვოკატების განმარტებით, საქმე ეხება არაქონებრივ ზიანს, რომელიც ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო მიადგა. ივანიშვილის მეუღლე საქართველოს პრეზიდენტისგან 20 000 ლარს ითხოვს.
„სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 თებერვალს შევიტანეთ. პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებულია, სარჩელის შესვლიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში იგი განიხილოს და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეს ან ტელეფონით, ან ფოსტის საშუალებით აცნობოს. ეს ვადა ამოიწურა და ჩვენთვის ხარვეზების შესახებ არაფერი უცნობებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე წარმოებაში მიღებულია“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.